ანონსი 29 მარტი

29 მარტს, 10:30 საათზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, სასტუმრო „სტამბაში“კვლევის „COVID-19 და ვაქცინაცია: წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის“ პრეზენტაცია გაიმართება.
საკონტაქტო: 577 21 13 00
29 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
29 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს. რეგიონში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება. რუსეთი აფხაზეთისთვის დაფინანსების შემცირებას აპირებს. ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები." მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
29 მარტს, 11:00 საათზე, საია პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მედიის წარმომადგენლებს ანგარიშს „2021 წლის საარჩევნო დავების განხილვის ძირითადი ტენდენციები“ გააცნობს.
მის: ჯანსუღ კახიძის ქ. #15 (საიას ცენტრალურ ოფისში.)
29 მარტს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
29 მარტს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
29 მარტს, 12:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.
თემა: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეების უკრაინა-რუსეთის ომში იძულებით ჩართვა“
მის: მცხეთის ქუჩის 49, აგურისფერი კარი.
29 მარტს, 13:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ორი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს - „პანდემიის დროს განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები"და „პანდემიის მართვასთან დაკავშირებული საპარლამენტო კონტროლი"
მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ.64ა, სასტუმრო HiltonGarden Inn-ში, დარბაზი Magnolia & Freesia (II სართული)
საკონტაქტო პირი: ნინო ხუციძე 593 266 177
29 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ბორჯომი - ლიკანში“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაიმართება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება დღეს „საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე“.
მის: ბორჯომი, მესხეთის ქ.16
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03
29 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგზა გიზრიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
29 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, უკრაინისადმი სოლიდარობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.
მის: საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო: ნინა რაზმაძე - 514 00 04 32
29 მარტს, 17:00 საათზე, ისრაელის საელჩო საქართველოში Mashav-ის პროგრამის კურსდამთავრებულთა წვეულებაზე იწვევს, სადაც ორგანიზაციის 30 წლიანი საქმიანობის შეჯამება გაიმართება და რომელსაც ისრაელის საელჩო და ელჩი, რან გიდორი მასპინძლობს.
ღონისძიებაზე მიწვეულები არიან: ეკონომიკისა და განათლების სამინისტროდან (მინისტრი, მოადგილეები), პარლამენტიდან, USAID-იდან და სხვა პარტნიორი ორგანიზაციებიდან.
მის: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
საკონტაქტო: 598 90 63 58
29 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ მომღერალთა გუნდი შოთა რუსთაველის ეროვნულ თეატრში უკრაინის მხარდამჭერ საქველმოქმედო პრემიერა-კონცერტს გამართავს.
საკონტაქტო: ხატია მუსერიძე - 555 47 16 96

























