ანონსი 4 მარტი

ანონსი 4 მარტი

4 მარტს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

4 მარტს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

4 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

4 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის ხელმძღვანელობით გაიმართება. კომპანია RMG-ის მიერ ახალი კუდსაცავის მოწყობის პრეზენტაცია გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

4 მარტს, 14:00 საათზე, პარლამენტის ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2022-2024 წლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული).

4 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, რონდელის ფონდი (GFSIS) დისკუსიას თემაზე „რუსეთის შეჭრა უკრაინაში“ უმასპინძლებს, სადაც მაღალი რანგის დიპლომატები და ექსპერტები რუსული აგრესიის შესაჩერებელ აუცილებელ ზომებზე იმსჯელებენ.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი; თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი; პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი,ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, საქართველოში უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი; შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარი ანდრეას უმლანდი; საქართველოს ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში (2009-2013 წწ), რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი - გიორგი ბადრიძე; პოლონეთის პარლამენტის წევრი, უკრაინა-NATO-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს თანათავმჯდომარე მიხალ შერბა; ეროვნული უნივერსიტეტის „კიევის მოჰილა აკადემია“ პროფესორი ტარას კუზიო; TOBB ეკონომიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი შაბან კარდაში; დისკუსიის მოდერატორები იქნებიან ეკა მეტრეველი, რონდელის ფონდის (GFSIS) პრეზიდენტი და შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის (GFSIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

მის: სასტუმრო Radisson Blu Iveria

4 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თამთა თოდაძის საქმის საბოლოო სხდომა გაიმართება.

4 მარტს, 16:00 საათზე, სემეკი საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ ონლაინ შეხვედრას გამართავს. რეგისტრაციის გავლა .