ანონსი 1 მარტი

ანონსი 1 მარტი

1 მარტს, 11:00 საათზე, ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი ოფთალმოლოგიური კლინიკის, EyeYon Medical-ის სპეციალისტები საქართველოს ეწვევიან და კლინიკაში „ახალი მზერა“ მათი უნიკალური ტექნოლოგიით ჩატარებულ ოპარაციას დაესწრებიან.

მის: ლევან მიქელაძის 19 (ვაკე, ყოფილი აბულაძის ქუჩა, კლინიკა „ახალი მზერა“),

საკონტაქტო: 598 906358; 579 577755

1 მარტს, 11:00 საათზე, ევროპული ბიზნესასოციაცია, ევროკავშირისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ კონფერენციას „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ გამართავს.

მის: თელავის ქ.20

1 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

1 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

1 მარტს, 15:00 საათზე, კორპორაცია „აი-სი-არის" სახელით სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე უკრაინელი ხალხის დასახმარებლად განცხადებას გააკეთებს.

მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, #125 (ლაბორატორია ჩემი სახლი).

საკონტაქტო : 577 717 108; 577 333 914

1 მარტს, 17:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია თემაზე - „ომი და მშვიდობა“ ჩატარდება.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი. მე-13 კმ, 2. B კორპუსი, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი.

საკონტაქტო: თამარ შოშიაშვილი - 595 95 70 09

1 მარტს, 17:00 საათი, ბავშვები, სახელწოდებით „ბავშვები ომის წინაამღდეგ“ გააპროტესტებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას, რომელსაც უკრაინაში ათეულობით ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მის: გმირთა მოედანი