ანონსი 5 თებერვალი

ანონსი  5 თებერვალი

5 თებერვალს, 10:00 საათზე, ერაზმუს + ჟან მონეს პროექტის - „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში", ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლებისთვის განკუთვნილი მეთოდური სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ევროპის უნივერსიტეტი, სარაჯიშვილის #17, მედიცინის ფაკულტეტის კამპუსი;

საკონტაქტო პირი: სალომე აბუაშვილი - 598787106

5 თებერვალს, 10:30 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ოფისში, სამოქალაქო პლატფორმა 20/20- ის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ფარულავა გამართავს ბრიფინგს, საარჩევნო ადმინისტრაციაში დროებითი წევრების კონკურსის შესახებ.

მის: ფერისცვალების ქუჩა 20/22

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 148 118; ანი გაბელია - 551 633 644

5 თებერვალს, 13:00 საათზე, გუდაურის ქუჩის მცხოვრებლები დაუსრულებელი მშენებლობის თაობაზე აქციას გამართავენ.

მის: ვერა, გუდაურის ქ.N 4/6

საკონტაქტო: მაკა საჯაია - 568 303 030