ანონსი 26 იანვარი

26 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: მაჩაბლის #11
საკონტაქტო: თეონა ომანაძე - 599 58 00 01
26 იანვარს, 13:00 საათზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ „ევროპული საქართველოს“ ახალგზრდული გუნდი უკრაინის მხარდასაჭერი აქციის, „Слава Україні! „ბოროტსა სძლია კეთილმან“ ფარგლებში ფლაერებს დაარიგებს.
საკონტაქტო ინფორმაცია: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
26 იანვარს, 14:00 საათზე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.
მის: პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
26 იანვარს, 15:00 საათზე, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
მის: წერეთლის გამზ.144
26 იანვარს, 17:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, საბაჟო საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
მის: თელავის ქუჩა #20
26 იანვარს, 19:00 საათზე, ახალგაზრდები აფხაზეთიდან - გაერთიანება - „ჩვენ ვარსებობთ - ხმა აფხაზეთიდან“, უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქციას „ჩვენ ერთი მტერი გვყავს! - ერთად დავასრულოთ ოკუპაცია!“ გამართავს.
საკონტაქტო: გიგა ბენია - 568 15 62 15
26 იანვარს, 22:00 საათზე, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებული უკრაინის მიმართ მხარდამჭერი აქცია „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“ გაიმართება.
მის: ჭავჭავაძის 51
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

























