ოკუპირებულ ცხინვალში ბოლო 24 საათში, 220 ტესტი ჩატარდა, საიდანაც კორონავირუსი 115-ს დაუდასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში ბოლო 24 საათში, 220 ტესტი ჩატარდა, საიდანაც კორონავირუსი 115-ს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საინფორმაციო სააგენტო RES-ის ცნობით, რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 220 ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ 914-ზე მეტი პირი იმყოფება.

პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 11 276 შეადგინა, 10 362 პირი კი გამოჯანმრთელდა. “სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.