ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული, 538 შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული, 538 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი რეკორდული, 538 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

მათივე თქმით, გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ამჟამად 80 პაციენტი მკურნალობს, 30 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 18 მძიმე მდგომარეობაშია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 40 398-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 587-ს.