ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 198 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 2 ადამიანი

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 198 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 2 ადამიანი

დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 198 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, კორონავირუსს ბოლო 24 საათის მანძილზე 2 ადამიანი ემსხვერპლა.

გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ამჟამად 74 პაციენტი მკურნალობს, 22 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 18 მძიმე მდგომარეობაშია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 39 583-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 585-ს.