ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 140 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 3 პაციენტი

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 140 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 3 პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 140 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, კორონავირუსს ბოლო 24 საათის მანძილზე 3 ადამიანი ემსხვერპლა.

გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ამჟამად 77 პაციენტი მკურნალობს, 25 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 38 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 20 მძიმე მდგომარეობაშია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 39 383-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 583-ს.

იხილეთ ვიდეო