ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საინფორმაციო სააგენტო RES-ის ცნობით, ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ 360-ზე მეტი პირი იმყოფება.
პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 616 შეადგინა.
“სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

























