ანონსი 20 იანვარი

20 იანვარს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კამპუსში საქართველოსა და აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის რეგიონში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებით კონფერენციას გამართავს.
ღონისძიებას უმასპინძლებენ: აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე საქართველოში კრისტოფერ ანდერსონი და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე აზერბაიჯანში რიჩარდ პინკამი. ღონისძიებას დაესწრებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია.
მის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კამპუსი (T 102 საკონფერენციო ოთახი, 3/5 ჩოლოყაშვილის გამზირი)
20 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე ახალ მიკროავტობუსებს წარადგენს.
მის: ევროპის მოედანი
20 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
20 იანვარს, 13:00 საათზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმებულები გაფიცვის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
საკონტაქტო: სოფო ჯაფარიძე - 557 99 65 34; დავით ომსარაშვილი - 591 98 67 87;
20 იანვარს, 13:00 საათზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმებულები გაფიცვის ფარგლებში ბათუმში საპროტესტო აქციას გამართავენ.
მის: ბათუმი, ჯანდაცვის სამინისტრო
საკონტაქტო: ნინო ბარამიძე - 595 480 407
20 იანვარს, 14:00 საათზე, პარტიების „დროას“ და „ლელოს“ ორგანიზებით, პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ხელოვნების მუზეუმის გარშემო მიმდინარე პროცესები. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობლივი გეგმა.
მის: ჭავჭავაძის 37, („აქსის თაუერსის“ ბიზნეს ცენტრი. საკონფერენციო დარბაზი “ქრომი”).
20 იანვარს, 15.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
20 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტი შეიქმნება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ მოძრაობებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს.
მის: თბილისი, სობჩაკის 3. (პატრიოტთა ალიანსის ცენტრალური ოფისის წინ, ღია სივრცე).
საკონტაქტო: ანი კიკნაძე - 598 450 480
20 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისის საკრებულოში სტუდენტები სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ფორუმს გამართავენ.
მის.: თავისუფლების 2, ორგანიზაცია ,,პროგრესის ცენტრი"
საკონტაქტო: 555 48 05 15

























