ანონსი 24 დეკემბერი

24 დეკემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
საქართველოს პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
24 დეკემბერს, 12:00 საათზე სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია ჩატარდება, 13:00 საათზე კი 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება.
მის: თბილისის ზღვის ახალი ქალაქი
საკონტაქტო: 599 58 00 01
24 დეკემბერს, 12:00 საათზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია, დავით სიხარულიძე და გიორგი მშვენიერაძე გაუძღვებიან.
თემა: პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი საქმეების შესახებ მსჯელობა - რა გავლენა შეიძლება იქონიოს ქვეყნის იმიჯზე და რა საერთაშორისო ბერკეტები შეიძლება არსებობდეს, არსებული კრიზისის განსამუხტად.
მის: 26 მაისის მოედანი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, (საკონფერენციო დარბაზი Green Room)
24 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
24 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ონლაინ საჯარო ვებინარი თემაზე: „2022 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმოხილვა“ გაიმართება.
ონლაინ საჯარო შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება: Zoom პლატფორმის საშუალებით, ბმულზე: https://us02web.zoom.us/j/83651162245, ან პარლამენტისა და NDI საქართველოს ფეისბუქ გვერდებზე.
საკონტაქტო: 577 77 96 39
24 დეკემბერს, 20:00 საათზე, დედაენის ბაღში საახალწლო სოფლის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება.

























