ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 119 შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 119 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 119 პირს დაუდასტურდა. ამასთან, კორონავირუსს ბოლო 24 საათის მანძილზე აფხაზეთში 2 ადამიანი ემსხვერპლა. გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 93 პირი სტაციონარში მკურნალობს, მათ შორის 33 მძიმე მდგომარეობაშია.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 20 მძიმე მდგომარეობაშია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 36 794-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 549-ს