ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის არჩევნები 12 მარტს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტის არჩევნების თარიღი დაასახელა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია მის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
ბჟანიას მიერ გამოცემული ე.წ ბრძანების მიხედვით, დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები 2022 წლის 12 მარტს გაიმართება.
ცნობისთვის, არსებული მეექვსე მოწვევის ე.წ. პარლამენტის უფლებამოსილების ვადა სწორედ 2022 წლის გაზაფხულზე იწურება.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახალხო კრება 35 „დეპუტატისგან“ შედგება, რომელთა არჩევა ხდება ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ხუთ წელიწადში ერთხელ.

























