ანონსი 14 დეკემბერი

ანონსი  14 დეკემბერი

14 დეკემბერს, 10:00 საათზე, "მეწარმეთა შესახებ" კანონის ახალი რედაქციის პრეზენტაცია.

საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი

14 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14 დეკემბერს, 10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ყოფილი ჯარისკაცი დავით ბაიდარაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: " რუსეთის აგენტობის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია. "

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო : 593 53 45 24

14 დეკემბერს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14 დეკემბერს, 10:30 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიწვევთ 2 კვლევის პრეზენტაციაზე: 1. “ექსტრაქტივიზმი და ქალთა ეკონომიკური მონაწილეობა ტყიბულში” 2. “ტყიბულელ ქალთა ცხოვრების, შრომისა და მიგრაციის თავისებურებები”.

მის: რუსთაველის გამზირი #13 (თბილისი მარიოტი).

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 737 503

14 დეკემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ალერგოლოგ-იმუნოლოგის, იმუნიზაციის საბჭოს წევრის, ბიძინა კულუმბეგოვის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ომიკრონი: covid 19-ის ახალი შტამის გავრცელების საფრთხე და საეჭვო შემთხვევების კვლევა საქართველოში. მძიმე ეპიდვითარება და ვაქცინაციის დაბალი ტემპი."

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 დეკემბერს , 11:00 საათზე , სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრება .

საკონტაქტო: ნინი ტალახაძე​ - 595 053 605

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ომიკრონი: covid 19-ის ახალი შტამის გავრცელების საფრთხე და საეჭვო შემთხვევების კვლევა საქართველოში. ეპიდვითარება და ვაქცინაციის დაბალი ტემპი."

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა „მედიაცენტრი მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქუჩა 11.

საკონტაქტო: 599 726565

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: შერიგების და სიმართლის კომისიის სამუშაო გეგმა.

მის. წინამძღვრიშვილის 119

საკონტაქტო: 599437403

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

14 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239

14 დეკემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

14 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

14 დეკემბერს, 11:45 საათზე, „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქუჩა 11.

საკონტაქტო: 599 726565

14 დეკემბერს, 13:00 საათზე, „დროას" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო დოლიძე მე-9 კლასის ისტორიის წიგნებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მის: მცხეთის ქუჩის 49

14 დეკემბერს 15:00 საათზე, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და მედიატორთა ასოციაცია, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით არტჰაუსში საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების პირველ ფორუმს გამართავენ.

ღონისძიებას გახსნიან: "გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის" აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა , "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და საერთაშორისო პარტნიორები.

მის: რუსთაველის გამზირი 7

საკონტაქტო: კონსტანტინე შუბითიძე - 558 208 310

14 დეკემბერს, 15:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის - „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები" - კერძო სექტორთან მოსმენა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

14 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

14 დეკემბერს, 16:00 საათზე “საქართველოს მმართველობის ინდექსის” პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტო: 598668806; 598676736

მის: სასტუმრო „რედისონი“

14 დეკემბერს 19:00 საათზე, სახალხო დამცველი, სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მონიტორინგის შედეგებს გააცნობს.

მის: აღმაშენებლის 80

14 დეკემბერს, 20:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის (საბუკო) დოკუმენტური ფილმის „უდაბნოს პირისპირ“ ჩვენებასა და ნათელა გრიგალაშვილის ფოტოების გამოფენას გამართავს.

საკონტაქტო: 598 212225