ანონსი 1 ნოემბერი

ანონსი 1 ნოემბერი

1 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა არჩევნების შედეგებთან და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო : 593 53 45 24

1 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

1 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

1 ნოემბერს, 14:00 საათზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და კანტის აკადემია ადგილობრივ პარტნიორების ხელშეწყობით, იწყებენ საინფორმაციო კამპანიას ვაქცინაციის შესახებ - „შენი ქმედება წყვეტს!“

მის: ქ. რუსთავი, რუსთაველის 30 (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი).

საკონტაქტო: მარეხი გვარამაძე - 577 59 20 92

1 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

1 ნოემბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).

1 ნოემბერს, 18.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.