ანონსი 27 ოქტომბერი

ანონსი  27 ოქტომბერი

27 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ადვოკატები და უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის საკითხი და კანონმდებლობის რომელი მუხლები ირღვევა ნებისმიერ სამოქალაქო კლინიკაზე უარის თქმით.

მის: ერწოს ქუჩა 11

საკონტაქტო: 571 504631

27 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „პროგრესის ცენტრის“ სტუდენტური კოალიცია თსუ-ს რექტორს და თბილისის მერობის კანდიდატებს მიმართავს, უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის წინასაარჩევნო დებატები გამართონ.

მის: ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ, პირველი კორპუსი

საკონტაქტო: 599437403

27 ოქტომბერს, 11:15 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მოკლული გიორგი გამცემლიძის დედა, გულიკო გამცემლიძე ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 ოქტომბერს, 11:30 საათზე ადვოკატი ნუკრი კალმახელიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: მკვლელობის ბრალდებით 13 წლიანი პატიმრობამოხდილი პირი სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. რას ითხოვს „დევნილი“ და მისი ოჯახი და რისთვის მიუსაჯეს მას ისევ 10 წლიანი პატიმრობა 2021 წელს.

მის: ერწოს ქ.11.

საკონტაქტო: 571 504631

27 ოქტომბერს, 12.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი“ შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: მწვანე პასპორტების აუცილებლობა, რომელზეც საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

მის: ერწოს ქუჩა 11.

საკონტაქტო: 571 504631

27 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ორგანიზაციები - "დევნილები დევნილებისთვის", "მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია" და "შერიგების ალამი" მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს აქციას.

აქციის ორგანიზატორი და საკონტაქტო პირი ირაკლი ტორუა ტელ 558 10 00 77

27 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 ოქტომბერს 15:30 საათზე, სასტუმრო „ფაბრიკაში“ მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ის მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ყოველწლიურ მედიაწიგნიერების ფორუმს მასპინძლობს. ფორუმს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსი ქეთრინ შვაიცერი და MDF-ის აღმასრულებელი დირექტორი - თამარ კინწურაშვილი გახსნიან.

27 ოქტომბერს 18:00 საათზე, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბრიფინგს გამართავს.

მის: ჩუბინაშვილის ქ.41

27 ოქტომბერს, 21:00 საათზე, რუსთავის ციხესთან სოლიდარობის აქცია მოთხოვნით, გათავისუფლდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გაიმართება.