ანონსი 26 ოქტომბერი

26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჩხოროწყუში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობას გახსნის.
მის: ჩხოროწყუ, გამსახურდიას ქ. მესამე შესახვევი
26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
26 ოქტომბერს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე გამართავს ბრიფინგს.
თემა: მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი
მის: წინამძღვრიშვილის 119
საკონტაქტო: 599437403
26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, უფლებადამცველი და პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“ თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე, რუსთავის 12-ე დაწესებულების საზოგადოებრივი მისაღებიდან, მიხეილ სააკაშვილს საკანში წიგნს შეუგზავნიან, სადაც აღწერილია რეჟიმის პერიოდში რა ხდებოდა ციხეებში, რაც ასევე აღიარებულია ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო აქტივისტების მიერ.
საკონტაქტო: 557 54 06 54
26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“,
პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვებს ახალ კვლევას, „მოსამართლეთა დაწინაურება - სისტემური და პრაქტიკული გამოწვევები“
მის: აღმაშენებლის #61 („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თბილისის ოფისი).
26 ოქტომბერს, 11:30 საათზე, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კონფერენციას გამართავს.
მის: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“ საკონტაქტო: 555 45 10 01
26 ოქტომბერს, 11:30 საათზე , დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ახალი ნაპრალები ლისის ფერდობზე, რომლის გამაგრება შეუძლებელია - მკვლელი მშენებლობები
მის: ერწოს ქუჩა 11.
საკონტაქტო: 571 504631
26 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი გაიმართება.
26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის, ალი ბაბაევის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: წინასაარჩევნო ვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო : 593 53 45 24
26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის მინსიტრი, ეკატერინე ტიკარაძე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.
მის: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
საკონტაქტო: ნინი ტალახაძე - 595 053 605
26 ოქტომბერს, 13:00 საათი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი
(C კორპუსი, V სართული, ოთახი N 532)
26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, კახა კალაძე „ჰილტონ თბილისი გარდენ ინნის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრება.
მის: ჭავჭავაძის 64ა
საკონტაქტო პირი: ლანა ქარდავა +995577158572
26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სათათბირო ოთახი
(Cკორპუსი, II სართული, ოთახი N239)
26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კონსტიტუციის სახელობის დარბაზი N304
26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოში პირველად ვირტუალური ბიზნეს გამოფენა (დასწრების დეტალური ინსტრუქციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს http://sdgdigitalfair.com/) გაიმართება.
საკონტაქტო: გიორგი ჭილაია - 557 530 900
26 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კონსტიტუციის სახელობის დარბაზი (N304, A-კორპუსი).
26 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის აშენებულ კორპუსებს მოინახულებს. მის: ქ. ზუგდიდი, ბარამიას ქუჩა.

























