ანონსი 25 ოქტომბერი

ანონსი  25 ოქტომბერი

25 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების შესახებ განცხადებას გააკეთებენ.

მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის N73, ტერმინალი (ილიას ბაღი)

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 14 81 18

25 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები და მოცეკვავეები მთავარ ქორეოგრაფ ფრიდონ სულაბერიძეს 80 წლის საიუბილეო თარიღს მინი კონცერტით მიულოცავენ.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ. 103. გია ყანჩელის სახელობის (არტოს) ბაღში მდებარე სარეპეტიციო დარბაზი.

საკონტაქტო: გიორგი ბერიძე - 577 100 830

25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 .

საკონტაქტო: 593 53 45 24

25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, მე-2 სართული)

25 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსისტეტში, იმერეთის რეგიონის სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.

მის: ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

საკონტაქტო: ნინი ტალახაძე - 595 053 605

25 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მხარდამჭერთა დარბაზში ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.

მის: მელიქიშვილის 10

25 ოქტომბერს, 14.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

25 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ კორპორაციული მდგრადობის აკადემიის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება ბიზნეს სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

მის: კონსტანტინე შუბითიძე - 558 208 310

25 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

25 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

თემა: პრეპარატ „ნარკანის“ სააფთიაქო ქსელიდან გაცემის წესის საკითხი.

ადგილი: კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ორ პარალელურ სივრცეში - თბილისსა და ცხინვალში დაიწყება ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ „ინდიგოს“ მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია.

მის: მწერალთა სახლი. ივ. მაჩაბლის ქუჩა N13

საკონტაქტო: ნატა ძველიშვილი - 593421855