საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს

გამყოფ ხაზთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის სიახლოვეს საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ 4 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებულებიდან ერთი გუშინ გაათავისუფლეს, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადმოიყვანა.