ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტილია

ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტილია

ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტილია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს. ხიდი ცალმხრივად დღეს ჩაიკეტა და მოქალაქეებს დღეს დილიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა არ შეუძლიათ.

„ახლა მოვიყვანე 6 კაცი, ჰესის თანამშრომლები იყვნენ. მხოლოდ მათ შეუძლიათ როგორც გადასვლა, ასევე გადმოსვლა. დღეს ჩაკეტეს. როდის აღდგება არ ვიცი“, - განაცხადა ადგილობრივმა.