ანონსი 28 სექტემბერი

28 სექტემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ- ის პროფესორის ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი ტემპი და ეპიდვითარება ქვეყანაში. კორონავირუსის მეხუთე ტალღის საფრთხეები.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
28 სექტემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).
28 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ალერგოლოგ-იმუნოლოგის, პედიატრის, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორის გიორგი კამკამიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი ტემპი და ეპიდვითარება ქვეყანაში. კორონავირუსის მეხუთე ტალღის საფრთხეები“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
28 სექტემბერს, 11:00 საათზე, "ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და ერთ ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ბრიფინგს თემაზე - "ათასობით გაზრდილი სოციალურად დაუცველთა რიცხვი და საარჩევნო სტატისტიკა" გამართავენ.
მის: სადგურის მოედანი 2.
28 სექტემბერს, 11:00 საათზე, „რუმსში“ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარადგენს.
მის:სასტუმრო „რუმსი“, კოსტავას #14 (Central Room).
28 სექტემბერი, 11:00 საათზე, ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით. Partiebi.ge-ს პრეზენტაცია გაიმართება.
გამომსვლელები იქნებიან: აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე; ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი; ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.
საკონტაქტო: 598 10 10 56
28 სექტემბერს, 11:00 საათზე, სოფელ შქმერთან (რაჭა, ონის მუნიციპალიტეტი) იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი 51 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვენო სვანეთის მხარეში და სხვა მოწვეული სტუმრები.
მის: ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი შქმერი.
საკონტაქტო: თამარ ჯაფარიძე - 595 88 88 80
28 სექტემბერს, 11:30 საათზე, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაციას მოაწყობს.
მის: ვაკე, მრგვალი ბაღი.
28 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გაიმართება.
28 სექტემბერს, 12:00 საათზე, იუსტიციის სახლთან „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიას საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
მის: იუსტიციის სახლი
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08
28 სექტემებერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ და მთავრობის კანცელარიასთან საქართველოს პედაგოგთა მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
საკონტაქტო : 579 18 24 34; 555 27 05 38
28 სექტემბერს, 14:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან, სადაც ცესკოს თავმჯდომარე 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნების შუალედურ ანგარიშს წარადგენს.
მის: სასტუმრო „თბილისი მარიოტი" (რუსთაველის #13).
28 სექტემბერს, 14:00 საათზე, იაპონიის ელჩი, იმამურა აკირა გამართავს პრესკონფერენციას და ჩვენებას, სადაც წარმოდგენილი იქნება იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ახლად გადაცემული, თანამედროვე სტანდარტის სამედიცინო აღჭურვილობა.
მის: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი (საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ტერიტორია)
საკონტაქტო: 595 23 13 77
28 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
28 სექტემბერს, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქტივისტებისა და ოჯახის წევრების ორგანიზებით ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
საკონტაქტო: ირაკლი ფავლენიშვილი - 596120554
28 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით ახალგაზრდების ონლაინ ფორუმი „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად!" გაიმართება „ზუმის" ბმულზე: https://undp.zoom.us/j/88600862593. (Meeting ID: 886 0086 2593)
28 სექტემბერს, 17:00 საათზე, წერეთლის 118-ში, "ექსპო ჯორჯიას" პირველი პავილიონის მიმდებარედ, "გირჩი" გაათამაშებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაცემული დაპირების პირველ ავტომობილს.
გათამაშების ივენთი ფეისბუქზე - https://fb.me/e/1xuzPABLt
გაიგეთ მეტი გათამაშებაზე - https://bit.ly/3ockgBf
საკონტაქტო პირი - ჰერმან საბო 599636688
28 სექტემბერს, 17:00 საათზე, "ლელოს" ლიდერები და კანდიდატები ისნისა და სამგორის მოსახლეობას შეხვდებიან.
მის: ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
28 სექტემბერს, 18:00 საათზე, თბილისის (ძველ) იპოდრომზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლაშა ჩხარტიშვილი მონაწილეობას მიიღებს საინიციატივო ჯგუფის -„იპოდრომი უბეტონო მხარის" ორგანიზებით დაგეგმილ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მერობის კანდიდატთა დებატებში, რომლებიც იპოდრომის მომავალსა და თბილისის გამწვანების საკითხებს მიეძღვნება.
საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923
28 სექტემბერს, 18:00 საათზე, “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი” რეგიონალურ დასკვნით ღონისძიებას გამართავს.
მის: ქუთაისი, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34
28 სექტემბერს, 18:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებლები ბათუ ქუთელია, ელენე ხოშტარია და გიგა ლემონჯავა, ურბანული მემკვიდრეობის ექსპერტ ცირა ელისაშვილთან ერთად, ვაკის მოსახლეობას შეხვდებიან და გამართავენ დისკუსიას თემაზე „გამოსავალი უკანონო და ქაოსური მშენებლობებიდან“.
მის: მზიურის პარკი, ამფითეატრი.
28 სექტემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ „პაშა ბანკის“ გენერალური დირექტორი, საერთაშორისო მენეჯერი და “ვიდეობლოგი წიგნებზე” ავტორი ნიკოლოზ შურღაია ჯორდან პეტერსონის საერთაშორისო ბესტსელერს - “ცხოვრების 12 წესი - ქაოსის ანტიდოტი” განიხილავს.
ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: https://cutt.ly/mEy8ciR

























