ანონსი 24 სექტემბერი

ანონსი 24 სექტემბერი

24 სექტემბერს, 10:30 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG), მხარდაჭერით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კვლევის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოში“ პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ადგილობრივი უფლებადაცვითი და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე პარლამენტის, მთავრობის, პოლიტიკური პარტიების და საელჩოების წარმომადგენლები.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 597 114 472

24 სექტემბერს, 10:30 საათზე, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქუჩა 11 (მეტრო ღრმაღელესთან).

საკონტაქტო: 571 504631

24 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“, თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს.

თემა: მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ.

მის: რუსთაველის გამზ.8

საკონტაქტო: 599437403

24 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვატო სურგულაძე მოსახლეობასთან ერთად დიდ დიღომში გააპროტესტებენ მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ დაგეგმილ მშენებლობას.

მის: დიდი დიღომი. დემეტრე თავდადებულის 14ა

24 სექტემბერს, 11:15 საათზე, ადვოკატები ფარული მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

მის: ერწოს ქუჩა 11 (მეტრო ღრმაღელესთან).

საკონტაქტო: 571 504631

24 სექტემბერს, 12.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

24 სექტემბერს, 12:00 საათზე, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები, არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან (ENEMO) შეხვედრას გამართავენ.

მის: ჭოველიძის 10 (პარტიის ოფისი)

24 სექტემბერს, 12:30 საათზე, თბილისის მერობის კანდიდატი, პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: წინასაარჩევნო გარემოს შეფასება.

მის: კოსტავას 21

საკონტაქტო: 593 55 55 76

24 სექტემბერს, 14:00 საათზე, „თბილსერვისიდან“ გათავისუფლებული ირაკლი ბაღდავაძე და პარტია „ელენე ხოშტარია - დროას“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიგა ლემონჯავა, თბილისის მერიის და „თბილსერვისის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

მის: აღმაშენებლის ხეივანი N64 (საქალაქო სასამართლო ).

24 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე შეხვედრას გამართავს სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან.

მის: მელიქიშვილის 10 (კახა კალაძის მხარდამჭერთა დარბაზი)

24 სექტემბერს, 17:00 საათზე "ლელოს" ჩუღურეთის მაჟორიტარი კანდიდატი კახა ჟღენტი უშანგი ჩხეიძის 6 -ში გამართავს ბრიფინგს თემაზე - ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დატოვებული ათობით სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახი.

ბრიფინგს შეუერთდება "ლელოს" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე.

მის: უშანგი ჩხეიძის 6