ანონსი 27 აგვისტო

ანონსი 27 აგვისტო

27 აგვისტოს, 10:30 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებს მოინახულებს.

მის: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს გარე სივრცე, ვაჟა ფშაველას #29

საკონტაქტო: ნინი ტალახაძე​ - 595 05 36 05

27 აგვისტოს, 13:00 საათზე, „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ წევრი, საერთო ოპოზიციური კანდიდატი ნაძალადევში ბადრი გრიგალაშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის: დიმიტრი უზნაძის N53

27 აგვისტოს, 16:45 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში ლაშა დამენიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: 26 აგვისტოს თელავში „ევროპული საქართველოს“ წევრის შვილის ინციდენტთან დაკავშირებული ფაქტი.

მის: ბარნოვის 40

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

27 აგვისტოს, 17:00 საათზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უდაბნოსთან, პოლიტიკური პარტია "ლელო" წარადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარების კანდიდატებს. წარდგენას დაესწრებიან პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და პარტიის სხვა ლიდერები.

27 აგვისტოს, 20:00 საათზე, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში (მედიათეკის გვერდით) პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე პარტიის რაიონული ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდება.