ანონსი 25 აგვისტო

ანონსი 25 აგვისტო

25 აგვისტოს, 09:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე, ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულების საბოლოო განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებულების ოჯახის წევრები და მათთან ერთად საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი დაესწრება, რომელიც სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი N64

საკონტაქტო: 599224668

25 აგვისტოს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

25 აგვისტოს, 11.00 საათზე პარტია „ხალხისთვის“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „პროგრესული საქართველო“ და პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ ანა დოლიძის როგორც თბილისის მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად.

მის: წინამძღვრიშვილის #119

საკონტაქტო: 599437403 თამარ კაციტაძე

25 აგვისტოს, 11:00 საათზე, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

მის: უზნაძის 4 (პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი)

25 აგვისტოს, 11:00 საათზე, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების, ა(ა)იპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრისა“ (ICDI) და ა(ა)იპ „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (IDMC) ხელმძღვანელები ბრიფინგს გამართავენ.

თემა: ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის პირველი შუალედური ანგარიში, რომელიც ეხება 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებს.

მის: სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია“, პირველი რესპუბლიკის მოედანი N1.

საკონტაქტო: მერი კაპანაძე - 577 24 18 96

25 აგვისტოს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს

მის: აღმაშენებლის გამზ.# 80

25 აგვისტოს, 13:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის პროცესზე კომენტარს გააკეთებს.

მის: ჯანდაცვის სამინისტრო, წერეთლის ქ. N144

25 აგვისტოს, 13:00 საათზე, „ქართული ოცნება“ მესტიის მერობის კანდიდატს კაპიტონ ჟორჟოლიანს წარადგენს.

მის: მესტია, ეთნოგრაფიული მუზეუმი

25 აგვისტოს, 13:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გიორგი ხვედელიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის 47

25 აგვისტოს, 14:00 საათზე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარს შეიტანს.

თემა: საჩივარი 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მე-7 მუხლის ბათილობას ითვალისწინებს.

საკონტაქტო : თენგო თევზაძე - 599 028 068 .

25 აგვისტოს, 15:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა ობოლაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის 47

25 აგვისტოს, 15:00 საათზე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და წარმომადგენლები დაინტერესებული პირებისთვის LIVE შეხვედრას გამართავენ, ბმულზე: https://bit.ly/3myosKZ.

25 აგვისტოს, 18:00 საათზე, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აჭარის რეგიონში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.

მის: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა, ახალი ბულვარი, "ამფითეატრი"

25 აგვისტოს, 20:00 საათზე, „ქართული ოცნება“ ზუგდიდის მერობის კანდიდატს მამუკა წოწერიას წარადგენს

მის: ზუგდიდი, დადიანების სასახლე