ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 23 387-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
ამასთან, ვირუსს კიდევ 4 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით დაღუპულთა რიცხვმა 340-ს მიაღწია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტი 392 ადამიანს ჩაუტარდა.
გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 152 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 36 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 52-ის - საშუალო სიმძიმის.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 26, გაგრაში - 39, ტყვარჩელში - 14.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის ედუარდ ბუთბას განცხადებით, „რესპუბლიკაში“ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება, მოსახლეობა კი დაწესებულ რეკომენდაციებს არ იცავს. ე.წ. მინისტრი აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებას „სტაბილურად მძიმედ“ აფასებს.

























