ანონსი 10 აგვისტო

ანონსი  10 აგვისტო

10 აგვისტოს, 11:00 საათზე „ქართული ოცნება“ მარნეულის მერობის კანდიდატს კენან ომაროვს წარადგენს.

მის: მარნეულის ცენტრალური პარკი

10 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდება.

მის: აკ. წერეთლის გამზ. #144.

საკონტაქტო: სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

10 აგვისტოს, 11:30 საათზე, „რესტორატორთა ასოციაციის" დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში" საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: რესტორატორების ახალი, ექსკლუზიური ინიციატივა აცრილებისა და აუცრელებისთვის - რა რეგულაციები დაწესდება სარესტორნო სფეროში აუცრელებისთვის და რა - აცრილებისთვის.

მის: ერწოს ქუჩა 11 (მეტრო ღრმაღელესთან).

საკონტაქტო: 599726565

10 აგვისტოს, 12:00 საათზე,"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძის ბრიფინფი გაიმართება.

10 აგვისტოს, 12:00 საათზე, ახალციხის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები „COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გაივლიან.

მის: ახალციხე, რუსთაველის ქ. N105ა

10 აგვისტოს 12:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, სამხედრო მედიცინის დღესთან დაკავშირებით, სამსახური უმასპინძლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე მედიკოსებს და ომში დაღუპული ექიმების ოჯახის წევრებს.

მის: გორგასლის შესასვლელი. 12ა საცურაო აუზის "სპორტ თაიმის" მიმდებარე ტერიტორია.

10 აგვისტოს, 13:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923

10 აგვისტოს, 13:10 საათზე, „ქართული ოცნება“ ბოლნისის მერობის კანდიდატს დავით შერაზადიშვილს წარადგენს.

მის: ტანძია, სულხან-საბას სახელობის ლიტერატურული მუზეუმი

10 აგვისტოს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ბრიფინგს გამართავს.

10 აგვისტოს, 14:00 საათზე, დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენა გაიმართება.

მის: დმანისის ცენტრალური პარკი

10 აგვისტოს, 14:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე თბილისის N191-ე საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრში პროცესის მიმდინარეობას დააკვირდება.

მის.: №191 საჯარო სკოლა, დავით ჯაბიძის ქ. №30;

საკონტაქტო: თამთა ბატიაშვილი - 595 767676.

10 აგვისტოს, 15:00 საათზე ახალი ბიზნესგაერთიანების - „აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: რუსთაველის N 29, (სასტუმრო „ბილტმორის“ საკონფერენციო დარბაზში).

საკონტაქტო: თამარ ღვინიანიძე - 568700019

10 აგვისტოს, 18:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ გუნდის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: აღმაშენებლის გამზირი N73 (ილიას ბაღი).

საკონტაქტო: 599437403

10 აგვისტოს, 18:00 საათზე, პოლიტიკური პარტია “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას გააცნობს პარტიის პოზიციას.

მის: გალაკტიონ ტაბიძის 3/ 5 (თავისუფლებასთან).