ლაშა დარსალია - სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკა

ლაშა დარსალია - სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკა

სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გეგუთიანთკარში განაცხადა, სადაც ის კონფლიქტის თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს შეხვდა.

როგორც დარსალია აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამთავრობო კომისია დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, რომლის ამოცანაც საერთო ეროვნული მიდგომის და ერთიანი ეროვნული ხედვის ჩამოყალიბებაა.

„სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, აგრესიული პოლიტიკა და დესტრუქციული პოლიტიკა.

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამთავრობო კომისია დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ. მთელ ამ პროცესში, კომისიის მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კომუნიკაცია უშუალოდ მოსახლოებასთან და იმ ადამიანებთან, ვინც ამ საკითხებზე მუშაობენ. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც კომისიას გააჩნია, არის საერთო ეროვნული მიდგომის და ერთიანი ეროვნული ხედვის ჩამოყალიბება“, -აღნიშნავს დარსალია.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის მუშაობის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გეგუთიანთკარს ეწვია და კონფლიქტის თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ისევე, როგორც რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გამართა. დღესვე შეხვედრები გაიმართება გორში.