ანონსი 4 ივლისი

ანონსი 4 ივლისი

4 ივლისს,12:45 საათზე, გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings, დუსელდორფი-თბილისის მიმართულებით პირველ პირდაპირ რეისს შეასრულებს.

ღონისძიებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკის მინისტრი და მისი მოადგილე, გერმანიის ელჩი საქართველოში, ავიაკომპანიის წარმომადგენელი, საავიაციო ხელისფულების წარმომადგენლები და "ტავ ჯორჯიას"ხელმძღვანელობა დაესწრებიან.

4 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი განცხადებას გააკეთებს იუნესკოს ექსპერტების მიერ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურში დაცული ექსპონატების შეფასებასთან დაკავშირებით.

4 ივლისს, 17:00 საათზე, ქართული მარში "თბილისი პრაიდის" ოფისთან აქციას გამართავს.