ანონსი 1 ივლისი

ანონსი  1 ივლისი

1 ივლისს, 08:00 საათზე, თბილისის N175-ე საჯარო სკოლაში (ბ კორპუსი) გახსნილ საგამოცდო ცენტრს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ეწვევა და საგამოცდო პროცესის მსვლელობას ადგილზე დააკვირდება.

მის: მუხიანის მე-3 მ/კ

საკონტაქტო: თამთა ბატიაშვილი - 595 767676

1 ივლისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები შეხვედრაში - „თემატური მომხსენებლების როლი საპარლამენტო საქმიანობაში: საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტისთვის" მიიღებენ მონაწილეობას

მის: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი"

1 ივლისს 10:00 საათზე, ფრაქვიები: “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” და “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” ბრიფინგს გამართავენ, სადაც ხელი მოეწერება ინტერფრაქციულ საპარლამენტო მემორანდუმს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მის: პარლამენტი (პლენარულ სხდომათა დარბაზი)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634

1 ივლისს, 10:45 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციას წარადგენს.

მის: მარშალ გელოვანის ქ.6

1 ივლისს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის სალომე ჯანელიძის პრესკონფრენცია გაიმართება.

თემა: დღეიდან მომხმარებლებს ელექტროენერგიას ახალი კომპანიები მიაწვდიან. რა იცვლება მოქალაქეებისთვის - რა უნდა იცოდნენ და რა უნდა გაითვალისწინონ რეფორმის პროცესში.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ,,ბათუმი რივიერას" საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პრესკონფერენციაზე საია მედიის წარმომადგენლებს გააცნობს სასამართლოს მიერ მიღებულ ახალ განჩინებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ბათუმის ისტორიული ნაწილის გადარჩენას.

მის: თბილისი, კახიძის #15

1 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართება მინისტრ თეა წულუკიანის და ირაკლი ფარჯიანის ფონდის ხელმძღვანელობის ერთობლივი პრესკონფერენცია.

თემა: სამინისტროსა და ფონდს შორის თანამშრომლობა.

მის: სანაპიროს 4

საკონტაქტო პირი: მაკა მჭედლიძე +995 599 89 99 24

1 ივლისს, 11:30 საათზე, ვაკის პარკში მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ადგილზე გაეცნობა.

მის: ვაკის პარკი, (აბაშიძის ქუჩის მხრიდან შესასვლელი)

საკონტაქტო: სოფო დეკანოსიძე - 551515599

1 ივლისს, 12:00 საათზე, „ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ სასტუმრო "თბილისი მერიოტში" მედიის წარმომადგენლებთან მიგრანტებისა და მიგრაციის საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს.

1 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტში პარლამენტარებისა და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების პრესკონფერენცია გაიმართება.

საკონტაქტო: 595 101 935

1 ივლისს, 12:30 საათზე, გორში პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გაიხსნება.

მის: გორი, იაკობ გოგებაშვილის N2

1 ივლისს, 14:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

მის: მესტიის მუნიციპალიტეტი, სეტის მოედანი, სასტუმრო „ფოსტა" მითინგ რუმი

1 ივლისს, 17:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ვებინარების სერიის ფარგლებში, ონლაინ-დისკუსია „საქართველო და თურქეთი: რეგიონალური და ორმხრივი კონტექსტი“ გაიმართება. მოდერატორი: „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი, საპატიო სტუმარი და მომხსენებელი: გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში

1 ივლისს, 17:30 საათზე, „თიბისი კაპიტალი“ განახლებული მაკრო-სექტორული ანგარიშის წარდგენას გამართავს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება მაკრო-ეკონომიკური გარემოსა და ბიზნესსექტორების მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი და მოლოდინები.

მის: მარჯანიშვილის 7

1 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე მოედანზე, ღია ცის ქვეშ, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, „უნივერსიადა 2021“-ის ოფიციალური დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

1 ივლისს, 20:00 საათზე, საქართველოს უნივერსიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

მის: სააკაძის მოედანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზო

საკონტაქტო: თამარ საგანელიძე - 593 61 66 70