ოკუპირებულ ცხინვალთან ახლოს ხანძარს ებრძვიან

ოკუპირებულ ცხინვალთან ახლოს ხანძარს ებრძვიან

ოკუპირებულ ცხინვალთან ახლოს ტყეში ხანძარი გაჩნდა. რთული რელიეფის გამო მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობა უჭირთ.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მედიის ცნობით, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი, შესაძლოა, მაღალი ტემპერატურა იყოს.