ანონსი 25 ივნისი

ანონსი  25 ივნისი

25 ივნისს, 10:30 საათზე, თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - „კავკასიის კარი – საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე“ უმასპინძლებს.

მის: უნივერსიტეტის ქ.2

25 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

25 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

25 ივნისს, 12:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გიგა ბოკერიას და ვახო კალოიანის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ეკონომიკა და პანდემიის მართვა

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08

მის : ბარნოვის 40

25 ივნისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

25 ივნისს, 14:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გამართავს მედია ვებინარს ჟურნალისტებისთვის.

ვებინარის სპიკერი: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

ვებინარზე დასასწრებად გამოიყენეთ შემდეგი ბმული: https://us02web.zoom.us/j/86583340785?pwd=T3duaDhMc3U2Mit3Y1pDb1dQbU5nQT09

ვებინარის ნომერი (Meeting ID): 865 8334 0785 პაროლი (Passcode): COVID19

25 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ინვესტორსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის მრავალმილიონიანი დავის განხილვა დაიწყება. საკონტაქტო პირი: ადვოკატი ანა ჯალაღონია - 599437848

25 ივნისს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე ნანა აფციაურის თავმჯდომარეობით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 22 საზოგადოებრივი ადვოკატის სარჩელზე, შეფასების ახალი სისტემის შეცვლის მოთხოვნით, პირველ სხდომას გამართავს.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი N64, დარბაზი 41

საკონტაქტო: 599 291202

25 ივნისს, 20:00 საათზე, გოძიაშვილის ბაღში, თბილისის მერი კახა კალაძე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშს წარადგენს.