ანონსი 23 ივნისი

ანონსი  23 ივნისი

23 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

23 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება.

მის: სასტუმრო „თბილისი მარიოტი"

23 ივნისს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება.

23 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში დეკანოზი ვლადიმერ ვახტანგაძე, ადვოკატი ნოდარ მესხი და ბიზნესმენი ლაშა ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: "დეკანოზის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია."

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

23 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

23 ივნისს, 11:30 საათზე , ტოქსიკოლოგი, „კლინიკურტოქსიკოლოგიური ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში" საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: პანდემია და ახალგაზრდები - ნარკოდამოკიდებულების მასშტაბების ზრდა პანდემიის პერიოდში, ტოქსიკური შემთხვევები და დამოკიდებულების გაახალგაზრდავება.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

23 მაისს, 12.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

23 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყობა და ლიცენზიანტთა სპეციალურ დაფაზე ხელს მოაწერენ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი სპორტსმენები, ასევე დაჯილდოვდებიან ოლიმპიური პრიზიორები და სპორტის მოღვაწეები.

საკონტაქტო: 599 58 00 01

23 ივნისს, 12:00 საათზე, კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სამინისტრო ახალ კონკურსებს აცხადებს.

მის: სანაპიროს #4

23 ივნისს 12:00 საათზე ფრაქციები “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” და “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” 19-21 ივნისის დაზარალებულთა კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებენ.

პარლამენტი (პლენარულ სხდომათა დარბაზი)

23 ივნისს, 12:00 საათზე, საია "საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის საქმიანობის შესახებ" კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

მის: თბილისი, კახიძის #15

23 ივნისს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

23 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამას უკვე მეშვიდედ გამოაცხადებს.

საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას თბილისის ტექნოპარკის ეზოში, გარე სივრცეში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე წარადგენს.

მის.: ოქროყანა; ინოვაციების ქ. 7

23 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

23 ივნისს, 15:40 საათზე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოს რეგიონებისთვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად წყალტუბოს ეწვევა და შეხვდება ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს.

საკონტაქტო: ინგა ნიკაგოსიანი - 577 293 979; ელენე ზამთარაძე - 568 999 324