ანონსი 17 ივნისი

ანონსი  17 ივნისი

17 ივნისს, 08:30 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ახალ ცენტრს გახსნის.

მის: წერეთლის 144

17 ივნისს, 10:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ძმები ზუბალაშვილების 32.(უზენაესი სასამართლო)

17 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, პროფკავშირების ავსტრიული სკოლის თბილისის ჯგუფის დახურვის ცერემონია გაიმართება. შეხვედრას საქართვლოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გახსნის. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) წარმომადგენლები.

მის: მერაბ კოსტავას ქ.14

17 ივნისს, 11:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთში პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

მის: ბორჯომის მუნიციპალიტეტი

17 ივნისს, 11:00 საათზე, სამოქალაქო პლატფორმა „20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგო თევზაძე და თავჯდომარე ვასო ურუშაძე პრესკონფერენციას გამართავენ და შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების მიმდინარეობის შუალედურ ანგარიშს წარადგენენ.

მის: აღმაშენებლის გამზ. #73 (ილიას ბაღი), ტერმინალის სივრცე.

საკონტაქტო: მაია ბიწაძე - 599 220 446

17 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ეკონომიკის საკითხების ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს. თემა: ქვეყნის მთლიანი ვალის საკითხი - რა მდგომარეობა გვაქვს და არსებობს თუ არა შეშფოთების საფუძველი. მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 ივნისს, 11:00 საათზე, ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა შედგება.

მის: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

17 ივნისს, 11:30 საათზე, ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივით, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები: „გილდია“, „საქართველოს პროგრესული ფორუმი„, ღირსეული შრომის პლატფორმა, საია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სოლიდარობის ქსელი, სოციალური მუშაკების გაერთიანება, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფკავშირი, მინიმალური ხელფასის პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს ქმნიან.

მის: აბაშიძის N 34 (ტერმინალი)

საკონტაქტო: 599437403

17 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქცია გაიმართება, სახელწოდებით: "მუშა მონა არ არის, შეცვალე შრომის კოდექსი". ასევე, დარეგისტრირდება ახალი საკანონმდებლო ინიციატივა: "ცვლილებები და დამატებები შრომის კოდექსში"

საკონტაქტო: "ქართული დასი"- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 577 18 99 42 570 70 01 33

17 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

17 ივნისს, 12:00 საათზე, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

17 ივნისს 13:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

17 ივნისს 13:00 საათზე, თემატური მოკვლევების ტექნიკური პირობების შემუშავების მიზნით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მის: წინანდალი (სასატუმრო რადისონი)

17 ივნისს, 13:00 საათზე, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრების პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ელიტური კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მოთხოვნა".

პარლამენტის B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

17 ივნისს, 14:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა მიმართავს.

მის: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

17 ივნისს, 15:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

ადგილი: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

მის: სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლა

17 ივნისს, 17:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ონლაინ საჯარო დისკუსია გაიმართება, რომელზეც დასწრება შესაძლებელი იქნება Zoom პლატფორმის საშუალებით, ბმულზე: https://us02web.zoom.us/j/88099821295 და პარლამენტისა და NDI საქართველოს ფეისბუკ გვერდებზე.

თემა: კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოში.

17 ივნისს, 17:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავასა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრების ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართბა.

მის: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

17 ივნისს, 18:00 საათზე პროფკავშირებსა და „რითეილ“ სექტორის წარმომადგენლებთან დისკუსია გაიმართება.

თემა: შრომის კანონმდებლობის ცვლილებები და გამოწვევები რითეილ სექტორისთვის, ბიზნესსა და დასაქმებულებს შორის სოციალური დიალოგის მნიშვნელობა.

შეხვედრას გახსნიან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარე მირანდა მანჯგალაძე.

მის: სასტუმრო „სტამბა“