ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 15 952-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

ამასთან, ვირუსს კიდევ 2 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვი 241-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 15 134 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 341 ადამიანს ჩაუტარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 41 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 14 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 28-ის საშუალო სიმძიმის.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 21, გაგრაში - 17, ტყვარჩელში - 9.