ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის გამოსავლენად ჩატარებული 173 ტესტის შედეგად, 18 ახალი­ დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ოკუპირებულ რეგიონში სულ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 15 292-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 61 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 14 589-მდე გაიზარდა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა არ გაზრდილა და კვლავ 230-ს შეადგენს.