ანონსი 26 მაისი

ანონსი  26 მაისი

26 მაისს, 10:00 საათზე, “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი და პარტიის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მერაბ კოსტავას საფლავს გვირგვინით შეამკობს

მის: მთაწმინდის პანთეონი

26 მაისს, 11:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) პრესკონფერენციას გამართავს და ​"ნამახვანი ჰესზე" იუსტიციის სამინისტროს დასკვნის შეფასებას წარმოადგენს.

მის: ირ აბაშიძის 12 ბ.

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

26 მაისს, 11:00 საათზე "ლელოს" ლიდერები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შეუერთდებიან მოძრაობა "სირცხვილიას" საპროტესტო აქციას მოსამართლეთა არჩევის შესახებ.

მის: ნოდარ ბოხუას 19 (იუსტიციის უმაღლესი სკოლა)

26 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე სს "ბორჯომის" გაფიცულ თანამშრომლებთან ერთად, კომპანია "ბორჯომის" ახალ დირექტორს შეხვდებიან და მიმდინარე პროტესტზე მოლაპარაკებას გამართავენ.

მის: ქ.ბორჯომში, თორის ქ.39

26 მაისს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, ოპერის შენობასთან ,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შეიკრიბებიან და სასახლის ბაღში გადაინაცვლებენ, სადაც დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა.

საკონტაქტო: ირაკლი ხვადაგიანი - 593 785 901

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პროგრამა:

11:00-11:50 საათზე, ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

მის:თავისუფლების მოედანი/მისვლა პუშკინის ქუჩიდან.

13:30-14:30 საათზე, გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიება გაიმართება.

მის: სამების ტაძარი (პირდაპირი ეთერი)

15:30-16:00 საათზე, გენერალ კვინიტაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

დაესწრებიან: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი. (პირდაპირი ეთერი)

19:00-20:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.(პირდაპირი ეთერი)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ღონისძიებების პროგრამა:

10:00 საათიდან, „ევროპული საქართველო“ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველის მეტროსთან პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ფოტო-გამოფენას გამართავს.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08 ; თორნიკე დიასამიძე - 5 97 04 06 08

13:00 საათზე ბათუმში ,, ევროპული საქართველოს ‘’ პარტიის წევრები და აქტივისტები დამოუკიდებლოლბის დღესთან დაკავშირებით გენერალ მაზნიაშვილის #13 - ში , ისტორიულ ძეგლთან სადაც საქართველოს კონსტიტუცია დაიბეჭდა, გამოფენას მოაწყობენ.

საკონტაქტო: პეტრე ზამბახიძე - 5 77 76 08 04

14:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ახალგაზრდული ფრთა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ზოლთან ერგნეთში ,აქცია - პერფორმანს გამართავს.

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 5 97 04 06 08

17:30 საათზე , ,,ევროპული საქართველოს’’ პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია და პარტიის წევრები მთაწმინდის პანთეონში გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას პატივს მიაგებენ .

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით “ლელო საქართველოსთვის“ ღონისძიებების პროგრამა:

13:00 საათზე, "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და პარტიის ლიდერები პატივს მიაგებენ და დაესწრებიან გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიებას.

მის: სამების საკათედრო ტაძარი.

14:00 საათზე "ლელოს" სამეგრელოს რაიონული ორგანიზაციის ლიდერები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გამართავენ სიმბოლურ მსვლელობას ანაკლია-განმუხურის ხიდზე ლოზუნგით - "ანაკლია უნდა აშენდეს"

საკონტაქტო: თამარ ბელქანია - 577 50 99 74