ანონსი 25 მაისი

25 მაისს, 10:30 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).
25 მაისს, 10:30 საათზე, პარლამენტის კულტურის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენლების შეხვედრა კულტურის სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და კულტურის მკვლევარების, აგრეთვე საგამომცემლო, სამუზეუმო საქმიანობის, ლიტერატურისა და ფოლკლორის წარმომადგენლებთან.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).
25 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.
მის: ინგოროყვას 7
25 მაისს, 11:00 საათზე, „აქსისის“ დაზარალებულები, კომპანიის ოფისთან აქციას გამართავენ.
მის: ალ.ყაზბეგის გამზირი - 24
საკონტაქტო: 592355353 - სიდონია კაპანაძე
25 მაისს, 11:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართება.
საკონტაქტო: თეო კერძევაძე - 577 19 00 96; მიშო ჯანგიშერაშვილი - 599 87 00 12
25 მაისს, 11:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც განათლების სამინისტროსთან რექტორის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე დღეა შიმშილობენ, საგანგებო განცხადებას გააკეთებენ, სადაც ვიდეო მასალებს წარადგენენ.
მის: უზნაძის ქ.52
25 მაისს, 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: გადაწყვეტილებას გამოაცხადებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესის შესახებ. ამასთანავე, კანდიდატურებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას წარმოადგენს.
მის: ბოჭორმის #12, იუსტიციის უმაღლესი საბჭო
25 მაისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).
25 მაისს, 12:00 საათზე, რუსთავის საქალაქო ბიბლიოთეკასთან არსებული 60+ კლუბი უმასპინძლებს შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებენ ინფორმაციას.
25 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული).
25 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
საკონტაქტო ტელ: 577 340599
25 მაისს, 14:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სამშენებლო კომპანიების: „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „სვეტისა“ და „ცენტრპოინტის“ მიერ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: „ნაციონალური მოძრაობის“ და „მთავარი არხის“ მიერ დაუსრულებელი მშენებლობების თემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის“.
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
25 მაისს, 15:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ლევან ვასაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „ნამახვანჰესთან" დაკავშირებული საკითხები.
მის.: შოთა რუსთაველის გამზ.13
საკონტაქტო: 599 72 65 65
25 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
25 მაისს, 16:00 საათზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და World Vision საქართველოს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელს აწერენ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე და World Vision საქართველოს დირექტორი ეკატერინე გურგენაძე.
მის: კახეთის გზატკეცილი, #99
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, თეონა ნავდარაშვილი 555 539559
25 მაისს, 17:00 საათზე, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრების გერმანიის ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

























