ანონსი 17 მაისი

ანონსი 17 მაისი

17 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

17 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული).

17 მაისს, 10:30 საათიდან, სამების საკათედრო ტაძარში მცირე აიაზმის რიტუალი შესრულდება, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ.

17 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

17 მაისს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, თბილისის მერიისა და გაეროს მხარდაჭერით, ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199-ე საჯარო სკოლაში ღონისძიებას გამართავს.

თემა: სკოლის მიმდებარედ მოსწავლეები გაეროს გლობალური კვირეულისთვის განკუთვნილ გზავნილს #StreetsForLife #ქუჩებისიცოცხლისთვის გზაზე დაწერენ და მოუწოდებენ მძღოლებს დაბალი სიჩქარით იარონ იქ, სადაც სკოლის ზონაა და ბავშვები ხშირად გადაადგილდებიან.

საკონტაქტო: ნანუკა კეზევაძე - 591 93 01 80

მის: ვაჟა-ფშაველას N49

17 მაისს, 11:00 საათზე ,მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა განცხადებას გააკეთებს.

თემა: ვითარება ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე - მარცვლეული იაფდება, როგორ აისახება ეს ქართულ ბაზარზე? როგორ მოსავალს ელიან და როგორია პროგნოზი პურის ფასთან დაკავშირებით? საჭირო იქნება, თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ვითარება ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე - მარცვლეული იაფდება, როგორ აისახება ეს ქართულ ბაზარზე? როგორ მოსავალს ელიან და როგორია პროგნოზი პურის ფასთან დაკავშირებით? საჭირო იქნება, თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

17 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).

17 მაისს, 12:45 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08; თორნიკე დიასამიძე - 5 97 04 06 08

17 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

17 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს" სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (Aკორპუსი, III სართული, ოთახი N307).

17 მაისს, 18:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან.

მის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

17 მაისს, 20.00 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება.