ანონსი 14 მაისი

ანონსი  14 მაისი

14 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14 მაისს, 11:00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.

14 მაისს, 11:00 საათზე, „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: ჭავჭავაძის გამზ. N74 („ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისი)

საკონტაქტო: 599437403

14 მაისს, 11:30 საათზე, გორში, საკრებულოს შენობაში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართება.

მონაწილეობას მიიღებენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში მამუკა საღარეიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

14 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი გაიმართება.

14 მაისს, 12:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია განცხადებას გააკეთებს.

თემა: ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე - რა სცენარით შეიძლება, განვითარდეს პროცესები, მოსალოდნელია, თუ არა კიდევ უფრო დიდი ესკალაცია.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 მაისს, 14:00 საათზე, 20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში წერილს მიიტანენ, რომლის ადრესატები კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი არიან.

თემა: დაზარალებულები ითხოვენ მედიატორებისგან დახმარებას რათა პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტების იმპლემენტირება არ მოხდეს.

საკონტაქტო: ირაკლი ფავლენიშვილი - 596 120 554

14 მაისს, 15:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის და ცენტრის წარმომადგენლების ახალციხეში შეხვედრების ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

მის: ახალციხე, შალვა ახალციხელის №2

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03

14 მაისს, 16:00 საათზე „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებით სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ჩატარდება მრგვალი მაგიდა „ვაქცინაცია და რეგულაციები“.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი; სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი თეონა ქაშიბაძე.

მის: რუსთაველის გამზ. 29

14 მაისს, 16:30 საათზე, ქალაქ ახალციხეში, გუბერნიის შენობაში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართება.

მონაწილეობას მიიღებენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

14 მაისს, 17:00 საათზე, ოზურგეთის თეატრის რეაბილიტირებული შენობა ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლის „მონატრება-ნუ გააღვიძებ“პრემიერით გაიხსნება.

სპექტაკლს დაესწრებიან პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი, მთავრობის წევრები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

საკონტაქტო: ვასილ ჩიგოგიძე - 599 578 909, ლია კილაძე - 595 625 115