ოკუპირებულ აფხაზეთში 258 პირის ტესტირების შედეგად კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 258 პირის ტესტირების შედეგად კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 13 845-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 258 ადამიანს ჩაუტარდა.

ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 218-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 13 305 პაციენტი.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 38 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 13 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 26-ის საშუალო სიმძიმის.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 11, გაგრაში - 8, ტყვარჩელში -2.