ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 13 774-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

ამასთან, ვირუსს კიდევ ერთი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვი 218-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 13 274 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 283 ადამიანს ჩაუტარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 12 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 23-ის საშუალო სიმძიმის.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 30 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 10, გაგრაში - 8.