მედია - იოანე ოქროპირის ხატი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ილორის ტაძრიდან 26 წლის წინ დაიკარგა, ტაძარს დაუბრუნდა

მედია - იოანე ოქროპირის ხატი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ილორის ტაძრიდან 26 წლის წინ დაიკარგა, ტაძარს დაუბრუნდა

წმინდა მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის ხატი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ილორის ტაძრიდან 26 წლის წინ დაიკარგა, ტაძარს დაუბრუნდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ ამავე წმინდანის სახელობის კომანის მონასტრის „წინამძღვარზე“ ეგნატე კიუტზე დაყრდნობით წერს.

„მოულოდნელად გაირკვა, რომ ხატი ხელთ ჩაუვარდა ჩვენ თანამემამულეს, რომელიც სოჭში მუშაობს. როდესაც მან ხატი აფხაზეთში ჩამოაბრძანა, მას გაუჩნდა აზრი, რომ ის ილორის ტაძრისთვის გადაეცა. ის გუშინ მოვიდა და ხატი გადმოგვცა“ , - განაცხადა კიუტმა.

მისი თქმით, თავის სამყოფელში დაბრუნებული ხატი კარგ მდგომარეობაშია და ჩანს, რომ ის მართლაც უძველესია. ხატზე გამოსახული წმინდანის მარჯვენა ხელში ჩაბრძანებულია მისი წმინდა ნაწილი.

მღვდელმსახურის ინფორმაციით, ხატი და ძვირფასი ბისერებით შემკული შესამოსელი 1994 წელს დაიკარგა. თუმცა, მისი ადგილსამყოფელიც ცნობილია - ის მოსკოვშია.

„ვინც ხატი დააბრუნა, დამპირდა, რომ შეეცდება შესამოსელის მოძებნას და მის აფხაზეთში დაბრუნებას. სამწუხაროდ, არ ვიცით, ვინ მოიპარა ეს სიწმინდეები, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვინც ამის შესახებ იცის და მალავს“, - განაცხადა კიუტმა.

ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი წმინდანი, 398 წლიდან კონსტანტინოპოლის პატრიარქი, აფხაზეთში, 407 წელს სოფელ კომანში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.