ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 161 ადამიანის ტესტირების შედეგად, კორონავირუსის 13 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 13 024-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

გუდაუთის საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 20 ადამიანი მკურნალობს, რომელთაგან მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა, 18 პაციენტის კი - საშუალო სიმძიმის.

ბოლო 24 საათში, რეგიონში 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 12 440-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 203 ადამიანი.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 12 აპრილამდე მოქმედებს.