რუსეთი იმედოვნებს, რომ გალში შეხვედრები მალე განახლდება

რუსეთი იმედოვნებს, რომ გალში შეხვედრები მალე განახლდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ მალე განახლდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ქართულ-აფხაზური შეხვედრა, რომელიც გალში იმართება. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ დღეს კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე მომუშავე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მიიღო.

სამინისტროს ცნობით, რუსეთმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას შეთანხმებაზე, რომელიც ერთი მხრივ ქართული, მეორე მხრივ აფხაზური და ე.წ. სამხრეთოსური მხარეების მიერ ძალის გამოუყენებლობას გულისხმობს.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის მალე დაწყების შესახებ.