ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 228 ტესტის შედეგად, კოვიდ -19 გამოუვლინდა 47 ადამიანს. ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 28 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 6 პაციენტი, 16-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მთლიანობაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 12 908 ადამიანს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 12387, ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 202 ადამიანს შეადგენს.

























