ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 298 ადამიანს ჩაუტარდა.

ამასთან, აფაზეთში კოვიდ 19-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 11 818 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 10 756 და დაღუპულია 184 ადამიანი.