ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 519 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 105 პაციენტია მოთავსებული. 42 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 56 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 37 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 21, ტყვარჩელში - 15, გაგრის საავადმყოფოში - 34 პაციენტი, საველე სამხედრო ჰოსპიტალში კი - 47.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 411 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 168 პაციენტი, 9 782 კი - გამოჯანმრთელდა.

იხილეთ ვიდეო:ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა