ასლან ბჟანია - სოხუმის აეროპორტი არაუგვიანეს 2024 წლისა ამუშავდება

ასლან ბჟანია - სოხუმის აეროპორტი არაუგვიანეს 2024 წლისა ამუშავდება

სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირება აფხაზეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის არაუგვიანეს 2024 წლისა ამუშავდება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

„ასეთი ამოცანა დაისმება მთავრობის წინაშე და მისი პოზიტიური გადაწყვეტა ამ მთავრობის ბედს განსაზღვრავს. თუ ეს ამოცანა 2024 წელს არ გადაწყდა, ჩვენი ამ კაბინეტში ჯდომა საჭირო აღარ არის”, - აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, აეროპორტის გახსნის საკითხის გადაჭრა ერთ დღეში შეუძლებელია, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და პროექტი განხორციელდება.