ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ გასული დღე-ღამის კორონავირუსზე ტესტი 543 ადამიანს ჩაუტარდა.

ამასთან, კორონავირუსის ინფექციით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას გადის 118 ადამიანი, მათგან 104-ს აქვს COVID-19-ის დიაგნოზი. 34 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 50 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 11355 -ს შეადგენს. 167 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 9467 ადამიანი.